26 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე

ამ წუთებში სპეცოპერაცია ტარდება საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.

სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის გამო ტარდება.

ამ წუთებშიც  პოლიციის თანამშრომლები დაკავებულის მანქანას ჩხრეკენ.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ  არ გაუვრცელებია.

დღის ამბები