26 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
ნებისმიერი მოსამართლის მხარდაჭერა, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმი გაამართლა, მძიმე პოლიტიკური ფასია - ფოფხაძე

"მე სხდომას ვესწრები, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ," - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განცხადა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.

ფოფხაძის შეფასებით, მოსამართლეთა 20 კაციან სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც  წინა ხელისუფლების რეჟიმს ამყარებდნენ.

"იურისტების წრეებს გაცილებით უკეთესი კანდიდატების შემოთავაზება შეეძლო, რომ არა სასამართლოში არსებული კლანის ინტერესი და მისი წარმმართველი როლი ამ პროცესში. პროცესმა მოახდინა სრული ლუსტრაცია, რომ ჩვენ არასწორ ადამიანთა წრეს გადავეცით ამ პროცესის სადავეები და მივიღეთ რეალურად ის, რომ 20 კანდიდატს შორის უმრავლესობა არის  სააკაშვილის რეჟიმის ეპოქის ოდიოზური კანდიდატები. მე მიმაჩნია, რომ დღეს იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილება უნდა იყოს პარლამენტისთვის გზავნილი, ვის ვუნთებთ მწვანე შუქს და ვის არა.

შესაბამისად ეს გზავნილი, სწორედ მორალური სტანდარტით უნდა იყოს ნაკარნახევი. ნებისმიერი ოდიოზური მოსამართლისთვის, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის არსებობა გაამართლა და ხელი შეუწყო მის სამართლებრივ საქმიანობას, ნებისმიერი ასეთი კანდიდატის მხარდაჭერა არის ძალიან მძიმე და პოლიტიკური ფასი.

მე სხდომას ვესწრები, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები