17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი კატასტროფული სისწრაფით უარესდება - უსუფაშვილი

პარტნიორების კრიტიკა შესაძლოა საგანგაშო იყოს არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ, ზოგადად ქვეყნისთვის - ამის შესახებ  "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი უარესდება და ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს.

"საქართველოს როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი, კატასტროფული სისწრაფით უარესდება მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის კონკრეტული ქვეყნები და დედაქალაქები, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ეს არის ძალიან ცუდი. მე არ მიხარია საქართველოს რომ აკრიტიკებენ, ეს არ არის მხოლოდ "ოცნების" კრიტიკა, ეს არის საქართველოსთვის ცუდი და სწარაფად უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა გააკეთეს.

დღის ამბები