18 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია - სენატორი ჯიმ რიში

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია - სენატორი ჯიმ რიში ამერიკის ხმას ესაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დადებული პირობა შეასრულოს.

"მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს. მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი,"- განაცხადა ჯიმ რიშმა.

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ჩავარდნის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. მან ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდა.

"პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა... ვფიქრობ მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია,"- განაცხადა ადამ კიზინგერმა.

 

 

 

 

დღის ამბები