10 მაისი 2024,   03:24
ვრცლად
ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. შვიდი ადამიანი დაიღუპა ესპანეთში, ორი კი პორტუგალიაში.

შტორმ "ელზასა" და "ფაბიანის" გამო დატბორილია ქუჩები, დაზიანებულია ქალაქების ინფრასტრუქტურა; მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უამინდობისა და მაღალი ტალღების გამო დაზიანდა გემი იტალიაშიც. ბორტზე მყოფი 12 ადამიანი რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ სანაპიროზე ვერტმფრენით გადაიყვანეს.

დღის ამბები