20 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
"დადებითად აფასებენ სასამართლოში განხორციელებულ რეფორმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - კალაძე

თბილისის მერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებს. კახა კალაძის თქმით, შეერთებული შტატები დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე სასამართლოს მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას დადებითად აფასებს. 

კალაძის თქმითვე, არის გამოწვევებიც, რაზეც მმართველი გუნდი შეეცდება ღირსეულად უპასუხოს, თუმცა დედაქალაქის მერის თქმით, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა აქვს.

"მთავარი იყო ის, რომ რეფორმას რომელიც სასამართლოს მიმართულებით განხორციელდა, დადებითად აფასებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აფასებენ ძალიან დადებითად ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

გამოწვევები არის რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესოდ არც ერთ ქვეყანაში არ არის, ყველაზე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხოთ," - აღნიშნა კახა კალაძემ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში სასამართლო რეფორმას დადებითად აფასებენ.

"სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი პროკურატურითა და სასამართლო სისტემით - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დოკუმენტში მხარდაჭერილია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული დიალოგი. ვაშინგტონში დადებითად აფასებენ სასამართლო რეფორმასაც," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები