02 მაისი 2024,   03:33
ვრცლად
დაწესებულებებში, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აღმოფხვრილია არაადამიანური მოპყრობა - წულუკიანი 

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ პენიტენციურ დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ საუბრობს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუკი რომელიმე დაწესებულებაში პატიმრებს შორის რაიმე დაპირისპირება ან ჩხუბი იქნება, ყოველ ამ შემთხვევაზე გამოძიება იწყება.

“4 ყველაზე დიდ დაწესებულებაში, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აღმოფხვრილია წამება და არა ადამიანური მოპყრობა. არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც არა ეთიკურად მოეპყრო რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი თანამშრომელს. რეალობა არის ამ ანგარიშში იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცთა დაწესებულებებში - იქ, სადაც დახურული სივრცეა, პატიმრები ერთმანეთს ან ვერბალურად, ან ფიზიკურად უპირისპირდებიან ხოლმე და არის არა მხოლოდ შელაპარაკება, არამედ ჩხუბიც. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაზე იწყება გამოძიება,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა. 

დღის ამბები