20 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ჩილეში - დამწვარია ტყის მასივი და 120 სახლი

ჩილეში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ქალაქ ვალ პარა ისოში 120 სახლი დაიწვა. უსაფრთხოების მიზნით გამოცხადებულია მოსახლეობის ევაკუაცია. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენების დახმარებით ამ დრომდე ცდილობენ.

90 ათასამდე ადამიანს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება. დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები