20 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
დაპირისპირება ჰონგ-კონგში - აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა

შობის დღესასწაულის მიუხედავად ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება. მომიტინგეების ნაწილმა აქცია-პერფორმანსი მაღაზიებში, ნაწილმა კი ქუჩებში გამართა.

აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ქუჩებში ბარიკადების აღმართვა და გზების ბლოკირება სცადეს. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს.

ჰონგ-კონგში აქციები ივნისში დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი მათ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

დღის ამბები