26 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
იაპონიაში ყოველწლიურ აუქციონზე ცისფერი თინუსი რეკორდულ ფასად გაიყიდა

იაპონიაში ყოველწლიურ აუქციონზე ცისფერი თინუსი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ტოკიოს აუქციონზე 276-კილოგრამიანი თევზი მილიონ რვაასი ათას დოლარად სუშის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა შეიძინა.

კიოში კიმურა აუქციონის მუდმივი სტუმარია, მან გასულ წელს თინუსში 3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

რეკორდულ თანხებს თევზში ის საკუთარი რესტორნის პოპულარიზაციის მიზნით იხდის. ცისფერი თინუსი თევზის იშვიათი სახეობაა. წონა 600 კილოგრამამდე, სიგრძე 3 მეტრამდეც აღწევს.

დღის ამბები