26 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
2019 წელს ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა, რაც მიზნობრივ მონაცემს აღემატება - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქვეყანაში 2019 წელს 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 7%-მდე გაიზარდა ინფლაცია, საიდანაც სურსათის წილმა 4% შეადგინა, ხოლო 17%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მონაცემს აღემატება.

მონაცემების მიხედვით, 12.4 %-ით არის გაზრდილი ექსპორტი. ასევე, 0.6%-ით არის მომატებული ქვეყანაში დასაქმების დონე, უმუშევრობის მაჩვენებელი კი თითქმის 1%-ით შემცირდა. უწყების ცნობით, მალე აღნიშნული მონაცემები ახალი მეთოდოლოგიით დაითვლება, რაც უმუშევრობის მაჩვენებელს გაზრდის.

დღის ამბები