06 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
ტრამპმა და ერდორანმა ლიბიასა და სირიაში არსებული ვითარება განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ტრამპმა და ერდორანმა ლიბიასა და სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებისა და მას შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შესახებაც ისაუბრეს.

ერდოღანისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი ბერლინში ლიბიის საკითხზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.

ანგელა მერკელი 19 იანვარს შეერთებული შტატების, თურქეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს ბერლინის სამიტზე უმასპინძლებს.

დღის ამბები