26 აპრილი 2024,   16:40
ვრცლად
ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანია - გიორგი გახარია

ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება მთავარი გენერალური პროკურორის პოსტზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი და ღირსეული პროფესიონალია.

"მთავარი გენერალური პროკურორის კანდიდატს საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს, იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია, მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი ღირსეული ადამიანი და ღირსეული პროფესიონალია. მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობების აღება," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

რამდენიმე საათში საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე
განაცხადების მიღებას შეწყვეტს. მთავარი ბრალმდებლის პოსტზე პრეტენზიას ამ ეტაპზე 14 კანდიდატი გამოთქვამს. მათ შორის არის ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

დღის ამბები