18 თებერვალი 2020,   02:32
ვრცლად
საოკუპაციო ზოლი არ გაიხსნება - ახალგორის მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმის იძულებით ტყვეობაში რჩება

მეხუთე თვე სრულ იზოლაციაში - ახალგორის მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმის იძულებით ტყვეობაში რჩება.

საოკუპაციო ზოლი არ გაიხსნება, მას შემდეგ, რაც ბიბილოვმა ქართულ მხარეს ახალი ულტიმატუმი წაუყენა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ საუბრობს იმ გაუსაძლის პირობებზე, რამაც რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვრამდე მიიყვანა.

"არ არის მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება. გზა რომ გაიხსნას, კარგი იქნება, ნათესაობას ნახავს ხალხი,"- ამბობს  ელგუჯა ნიაური.

ადგილობრივები ყვებიან, რომ არის შემთხვევები, როდესაც ჭირისუფალი შედის ახალგორში, მიცვალებულს შეასვებენ და უკან აღარ უშვებენ.  

"და-ძმები იქ მყავს, ვერ ვნახულობ. სასწრაფოს ავადმყოფი მოყავდა, არ გამოუშვეს, უკან დააბრუნეს, ახლაც არ ვიცით რა სჭირდა, ან როგორ არის,"- ამბობს  მარია ტატუნაშვილი.

იმის გამო, რომ მოსახლეობა ვერ მკურნალობს, ვერ სვამს წამლებს და ვერ გადაადგილდება, 4 საქტემბრიდან დღემდე გარდაცვალების 10-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.

 

 

დღის ამბები