02 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
"მხოლოდ ერთი წუთი დაეთმო საქართველოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინა" - ზალკალიანი

ევროპარლამენტარების მხრიდან გუშინ მართველი გუნდის მიმართ დასმულ კრიტიკულ კითხვებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტებებს აკეთებს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკა და რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, თუმცა საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს, დროის სიმცირის გამო, არ მიეცათ საშუალება სრულყოფილად გაეცათ პასუხები სხვადასხვა თემაზე დასმულ კითხვებზე.

"დებატების ძირითად მიზანი გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა ევროპარლამენტარებისთვის. მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრივია, იყო იქ რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა. მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო კომიტეტში ქართული დელეგაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მოხსენების შემდეგ, ევროპარლამენტარებმა შეკითხვები საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დაუსვეს, გაკეთდა მწვავე შეფასებები. მათ შორის საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და პოლიტიკოსების დევნას.

დღის ამბები