26 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
"ბატონ შალვა თადუმაძეს ვახასიათებ საუკეთესო პროფესიონალად" - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა შალვა თადუმაძემ დაიკავოს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ საკუთარი ფავორიტები ჰყავს, თუმცა თავად ვის დაუჭერს მხარს,  თოდუა არ აკონკრეტებს.

"რამდენიმე მოსამართლე შეიძლება დავასახელო, უბრალოდ, გვარებს არ დავასახელებ. თადუმაძეც ალბათ იქნება. მე, მაგალითად, იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ბატონ შალვას ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად და ყველაზე მთავარი, რაც თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს, არის რომ მას შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს, არის ძალიან გაწონასწორებული და თავისი საქმის კარგი მცოდნე," - განაცხადა მზია თოდუამ.   

დღის ამბები