26 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
"გამაჩნია მტკიცებულებები, რომ ხელისუფლებასა და სარალიძეს შორის გარიგება მოხდა" - მიხეილ კალანდიას ადვოკატი

საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი დღეს გაგრძელდება. ადვოკატი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მიხეილ კალანდია პოლიტიკური პატიმარია. 

გუშინდელი სხდომა საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე წარიმართა. საქმის მთავარი მოწმე მირზა სუბელიანის შვილი ალექსანდრე სუბელიანი დაკითხა. მან დეტალურად გაიხსენა ხორავას ქუჩაზე მომხდარი და ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე განვითარებული მოვლენები.

"ჯანაშიას მიმართ მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება პირდაპირ ნიშნავდა უკვე აღიარებას იმისა, რომ მიხეილ კალანდია პოლიტიკური პატიმარია. ცდილობენ გარკვეული ზეწოლა და ზეგავლენა განახორციელონ დადუნაშვილის ოჯახზე, მიიღონ მისან სათანადო და შესაბამისი თანხმობა, როგორც სარალიძისაგან მიიღეს, და მშვიდად ჩაატარონ უზენაესი სასამართლოს ეს პარადი. არ მივცემთ ამის შესაძლებლობას, რაც არ უნდა იყოს.

მე გამაჩნია უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ფაქტობრივად ეს გარიგება არის ხელისუფლებასა და სარალიძეს შორის," - აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დღის ამბები