26 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
ნებისმიერი რეკომენდაცია, რჩევა თუ გულისტკივილი გასათვალისწინებელია - მმართველი გუნდი ვიკერის წერილზე

"ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ნებისმიერი რეკომენდაცია, რჩევა თუ გულისტკივილი გასათვალისწინებელია და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მას," - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" წევრი ოთარ დანელია სენატორ როჯერ ვიკერის წერილს.

ოთარ დანელიას განცხადებით, მმართველი გუნდი საერთშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

"ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციასთან დიალოგში ჩართვა ცხადყოფს, რომ ის ითვალისწინებს შეშფოთებას თუ გულისტკივილს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნაწილში," - განაცხადა ოთარ დანელიამ.  

ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძის განმარტებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ სენატორი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებული არ არის.

"ნურავის ნუ ჰგონია, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში რამე შეფერხდება ან რამე პრობლემა შეექმნება. პირიქით, ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საყურადღებოა ჩვენი მეგობარი კონგრესმენების პოზიცია. ბოლო წერილი რომ ვნახე, ცოტა გამიკვირდა, როგორ შეიძლება ილაპარაკო, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემებია. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, რადგან უამრავი დამკვირვებელი ჩამოვა. ვერავინ ვერაფერს გააკეთებს," - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები