26 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
ტრამპი მოლაპარაკების სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკების სანაცვლოდ ირანისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს. ამის შესახებ შტატების პრეზიდენტმა "ტვიტერში" დაწერა.

"ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ამის სანაცვლოდ სანქციები უნდა გაუქმდეს. არა, გმადლობთ!" - წერს ტრამპი.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპის ბრძანებით ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. ირანი შურისძიებით დაიმუქრა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი ქვეყანას მკაცრი სანქციები დაუწესა.

დღის ამბები