26 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. დამანგრეველმა ბიძგებმა 75 შენობა გაანადგურა და 1000-ზე მეტი დააზიანა.

24 იანვრის შემდეგ, თურქეთში 1000-მდე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის დღეს დილით ელიაზიგსა და გაზიანტებში. 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო გვიან ღამითაც იზმირში.

ადგილზე სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გრძელდება იმ შენობების დემონტაჟი, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.

პარალელურად დახმარების მოლოდინშია დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც ამ დრომდე ღამეს თავშესაფარში ათენებს.

გათიშულია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. დაშავებული მოსახლეობა, რომელთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს პროვინციის სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან 15-მდე ადამიანის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

დღის ამბები