26 აპრილი 2024,   05:17
ვრცლად
ხმაური ფოთში - თევზით მოვაჭრეებსა და ადგილობრივი ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა​

ფოთში, მოვაჭრეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა.

თევზის რეალიზატორების თქმით, მათ შორის შეთანხმება არ შემდგარა. მათთვის მიუღებელია ის ალტერნატიული ფართი, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობენ.

ამ დროისთვის მოვაჭრეებს ისევ გადაკეტილი აქვთ მეგრელიშვილის სანაპიროს სამანქანო გზა. ისინი დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათთვის მისაღებ პირობებს არ შესთავაზებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამავე თემაზე
დღის ამბები