06 მაისი 2024,   13:00
ვრცლად
ერაყს ახალი, დროებითი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ერაყს ახალი პრემიერ მინისტრი ჰყავს, მუჰამედ ალაუი ქვეყნის მთავრობას დროებით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს.

ყოფილმა პრემიერმა თანამდებობა გასული წლის ნოემბერში ერთთვიანი ანტისამთავრობო აქციები გამო დატოვა, მას შემდეგ პოლიტიკური ძალები მათავრობის ახალი მეთაურის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებოდნენ.

ერაყში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდნენ. არეულობებისა და პოლიციასთან შეტაკებების შედეგად ერაყში 100ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ასობით დემონსტრანტი დაშავდა.

დღის ამბები