06 მაისი 2024,   14:08
ვრცლად
არაბული ქვეყნების ლიგამ ტრამპის სამშვიდობო გეგმა დაიწუნა

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მოგვარების დონალდ ტრამპისეული სამშვიდობო გეგმა არაბული ქვეყნების ლიგამ დაიწუნა. "ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ ლიგის წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ეგვიპტის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მინისტრებმა ერთობლივი კომუნიკე გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ გეგმის ფარგლებში ისინი შეერთებულ შტატებთან არ ითანამშრომლებენ.

ტრამპმა სამშვიდობო გეგმა რამდენიმე დღის წინ, თეთრ სახლში წარადგინა. გეგმა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, ამასთან იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს.

დღის ამბები