06 მაისი 2024,   13:46
ვრცლად
პომპეომ ყაზახეთის მთავრობას მოსთხოვა, ჩინეთში ხაზახებისა და უიღურების უფლებების დარღვევის ფაქტები გააპროტესტონ

ჩინეთში მუსლიმური თემის, უიღურების შევიწროების საკითხზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის დროს კოლეგასთან ისაუბრა. მაიკ პომპეომ ყაზახეთის მთავრობას ჩინეთში ყაზახებისა და უიღურების უფლებების დარღვევის ფაქტების გაპროტესტება მოსთხოვა.

ჩინეთში, ერთ-ერთ პროვინციაში მილიონზე მეტი უიღური და ეთნიკურად ყაზახი იმყოფება, რომელთაც ე. წ გამოსასწორებელ ბანაკებში ათავსებენ და მათ რელიგიური ნიშნით ავიწროებენ.

შეერთებული შატატებმა და გაერომ ოფიციალურ პეკინის მუსლიმური თემის უფლებების დაცვა არერთხელ მოსთხოვა. პეკინი ბრალდებებს უარყოფს.

დღის ამბები