06 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
"რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა"-კახი კალაძე

გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც 50 მილიონის გაფლანგვას ეხება, განცხადება თბილისის მერმა გააკეთა.

კახა კალაძე პოლიტიკური ნიშნით დევნას გამორიცხავს და აცხადებს, რომ თუ რომელიმე პირს ჩადენილი აქვს დანაშაული, ამას სახელწიფოს მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

"რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება,"- განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. საუბარია თბილისის განვითარების ფონდში გამოვლენილ ხარვეზებზე.

დღის ამბები