02 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
"თადუმაძე ვერ იქნება მიუკერძოებელი" - ე.წ. ფონდის საქმეზე უგულავას ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, კანდიდატის არჩევის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსარჩელე მხარე მოსამართლის აცილებას ითხოვს.

გიგი უგულავას ადვოკატმა შალვა თადუმაძის აცილების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს უკვე მიმართა. ბექა ბასილაიას თქმით, თადუმაძე საქმის მიმდინარეობის დროს გენერალური პროკურორი იყო და დაუშვებელია ახლა გადაწყვეტილება მან უკვე მოსამართლის რანგში მიიღოს.

განაჩენი ე.წ. ფონდის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს უნდა გამოიტანოს.

"გიგი უგულავას წინააღმდეგ, ფონდის საქმის მიმდინარეობისას, სააპელაციო სასამართლოში და ასევე, საკასაციო საჩივრის მომზადების პროცესში, შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ნებისმიერი ობიექტური ადამიანებისთვის ის ვერ იქნება მიუკერძოებელი. რაც შეეხება მოლოდინს, არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი და თუკი ჩვენ სამართლებრივი დებულებებიდან ამოვალთ, ეს უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი საფუძველი მისთვის აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ არ აუცილებია. აქედან გამომდინარე, მათი ქმედებების პროგნოზირება რთული იქნება," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ პარტიული ინტერესებისთვის "თბილისის განვითარების ფონდიდან" დაახლოებით 50 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

დღის ამბები