06 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
სამხრეთ კორეაში მასობრივი ქორწილი შედგა - კორონავირუსის გამო წყვილებს სამედიცინო ნიღბები ეკეთათ

კორონავირუსის მიუხედავად სამხრეთ კორეაში მასობრივი ქორწილი შედგა.

ცერემონიალში 64 ქვეყნიდან 6 ათასი წყვილი მონაწილეობდა. მასობრივი ქორწინების ცერემონიის დაწყებამდე წყვილები მედიკოსებმა ახალ ვირუსზე შეამოწმეს.

წყვილებს სპეციალური დამცავი სამედიცინო ნიღბები ეკეთათ. მასობრივ ქორწინებებს სეულში "უნიფიკაციის ეკლესია" 1954 წლიდან ატარებს.

დღის ამბები