26 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1526-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი კი 67 ათასს აჭარბებებს

ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 146 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა უკვე 1526 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 67 ათასს აჭარბებებს. 9 ათასამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო ჩინეთის ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, პეკინში სხვადასხვა ქალაქებიდან დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი ორკვირიან კარანტინს გაივლის. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ეგვიპტეშიც. პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა უკვე 28 ქვეყანაში ფიქსირდება.

დღის ამბები