26 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
კამერუნის ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვია

თავდასხმას კამერუნის ერთ-ერთ სოფელზე 22 ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლების ნაწილი თავდამსხმელებმა ცოცხლად დაწვეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. ოპოზიცია თავდასხმაში ქვეყნის სამთავრობო არმიას ადანაშაულებს.

კამერუნში სახელისუფლებო და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის კონფლიქტს ბოლო 3 წელიწადში 3 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

დღის ამბები