26 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
არ მგონია პოლიტიკურ პლასტელინს პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების - კალაძე მარგველაშვილზე

"პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების "- ასე ეხმაურება პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, საქართელოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მირ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის  აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. 

"რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთება პოლიტიკაში, მივესალმები ამას. პოლიტიკურ პლასტელინს, არ ამგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, მათ შორის, სააკაშვილთანაც. ჩვენ მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები,"- დასძინა კახა კალაძემ. 

გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პოსტი "ტვიტერზე" დაწერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები