26 აპრილი 2024,   06:51
ვრცლად
ვაძლევ გარანტიას ყველა ჟურნალისტს, რომ სამსახურიდან არ წავლენ - აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი თამილა დოლიძე და არხის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ირწმუნებიან, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება.

თამილა დოლიძე ჟურნალისტებს გარანტიებს აძლევს, რომ არცერთი მათგანი სამსახურს არ დაკარგავს. 

"მე, თამილა დოლიძეს, მრჩეველთა საბჭოში, შემიძლია, ერთი ხმით გარანტია მივცე ყველა ჟურნალისტს, რომ ისინი სამსახურიდან არ წავლენ. მაგრამ, მე გუშინ გავიგე მათ მიერ ნათქვამი: ჩვენ სამსახურისთვის არ ვიბრძვითო, რამაც ძალიან გამაკვირვა. მე ვფიქრობ, თავისუფალ სიტყვას ზუსტად სამსახურისთვის ბრძოლაც სჭირდება,"- განაცხადა თამილა დოლიძემ.

გიორგი კოხრეიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესად იქნება, ჟურნალისტებს შეხვედება და შეეცდება დაარწმუნოს იმაში, რომ არხზე არაფერი შეიცვლება. 

შეგახსენებთ, რომ აჭარის ასაზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის გუნდი გაფიცვას და აქციებს გეგმავს.

დღის ამბები