26 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
ვანო არ არის ის კაცი, რომელიც იტყვის, რომ ახლა მონასტერში წავა - კოტე გაბაშვილი

"ვანო არ არის ის კაცი, რომელიც იტყვის, რომ ახლა მონასტერში წავა," - ამის შესახებ "საქართველოს დიპლომატთა კლუბის” წევრმა კონსტანტინე გაბაშვილმა განაცხადა.

გაბაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებული  ვანო მერაბიშვილის სახლში იმყოფებოდა.

"გამოვიდა, კაცი 7-წლიანი ციხის მერე მოვიდა სახლში, ჩაეხუტა შვილს, ხვდება მეგობრებს, არის ამის გამო სიხარული და ბუნებრივია, ვანო არ არის ის კაცი, რომელმაც თქვას, რომ ახლა მონასტერში წავალ. დაფიქრდება, ნახავს ყველაფერს, გაიგებს ინფორმაციებს და მონახავს, ალბათ, თავის ადგილს," - განაცხადა კოტე გაბაშვილმა.

თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მასთან საცხოვრებელ სახლში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები იმყოფებიან.

დღის ამბები