06 მაისი 2024,   13:44
ვრცლად
ის კომენტარები ვინც გააკეთა, მათ სინდისზე იყოს - რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევაზე

"რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას," - განუცხადა "РИА Новости-ს" რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

"ის განცხადებები, საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე იყოს, რომლებმაც ის გააკეთეს. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს რაიმე ფორმით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას," - თქვა რუდენკომ, პასუხად კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის, ქართული მხრიდან ბრალდებებს კიბერშეტევასთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს, კიბერდანაშაულის გამოვლინებების წინააღმდეგ, საერთაშორისო თანამშრომლობა შესთავაზა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული  ეკონომიკის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროები თავდასხმებს  უცხოეთიდან იღებს და შესაბამისი უწყებები ამის საწინააღმდეგოდ მუდმივად იბრძვიან. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არაფერ შუაშია და არასდროს იყო კავშირში კიბერშეტევების დანაშაულთან.

დღის ამბები