02 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
არასრულწლოვანს, რომელმაც მამა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ბრალს დღეს წაუყენებენ

საჩხერის სოფელ ჭალაში მცხოვრებ არასრულწლოვანს, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ბრალს დღეს წაუყენებენ.

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, შვილმა კი კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დღის ამბები