26 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
იდლიბის პროვინციაში შექმნილ ვითარებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები 5 მარტს განიხილავენ

თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები 5 მარტს შეიკრიბებიან და სირიაში, იდლიბის პროვინციაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. იდლიბის პროვინციას სირიის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ.

პროვინციაზე კონტროლის აღდგენის მიზნით ასადის არმია სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.

ამბოხებულების მოკავშირეა თურქეთი, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, ასადზე გავლენის გზით ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყოს.

იდლიბის პროვინციაში მეამბოხეთა დასახმარებლად ანკარამ სამხედროები და ტექნიკა გააგზავნა. კრიზისის დარეგულირების პროცესში დასავლეთი ჩაერთო. აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოუტანია.

დღის ამბები