26 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
ირანში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 8 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირდა 43

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი დაიღუპა, რაც ჩინეთის გარდა სხვა ქვეყანაში ფატალური შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ირანში ინფიცირებულია 43 ადამიანი.

თეირანსა და კიდევ ოთხ ქალაქში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. 10-ზე მეტ პროვინციაში დაიხურა კინოთეატრები და სხვა დაწესებულებები.

ქვეყნის დედაქალაქში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი ყოველდღიურად დეზინფექცია უტარდება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ირანთან საზღვარი ჩაკეტეს ერაყმა, პაკისტანმა, სომხეთმა და თურქეთმა. საავტომობილო და ავიამიმოსვლა შეზღუდა ავღანეთმა.

დღის ამბები