26 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
აუცილებელია გადაწყვეტილების მიღებაში თავად ჟურნალისტები მონაწილეობდნენ - EMC აჭარის ტელევიზიაზე

აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმაურება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, შექმნილი ვითარება ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის ხელის შემშლელია და აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ტელევიზიაში მომუშავე თანამშრომლებთან შეთანხმებით.

"ეს არის ქვეყანაში მედია პლურალიზმისათვის და დემოკრატიული განვითარებისათვის ხელისშემშლელი და აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც წინასაარჩევნო პროცესია. 

ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან დასაბუთებული და აუცილებელია გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას თავად ჟურნალისტები იღებდნენ," - აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა ლელა გვიშიანმა. 

დღის ამბები