26 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
თქვენ შეიძლება ჩემი იმედი გქონდეთ, თქვენი იმედის ქონას კი, დამტკიცება სჭირდება - ფრანგი ექიმი მაკრონს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს პარიზში სალპეტრიერის ჰოსპიტალს ესტუმრა, რათა ის სამედიცინო ბრიგადები მოენახულებინა, რომლებიც კორონავირუსთან საბრძოლველად ემზადებიან.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ექიმმა ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა მძიმე მდგომარეობის და სახელმწიფო საავადმყოფოებში არასაკმარისი რესურსების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტს  კამერების წინ შეახსენა. ემანუელ მაკრონი ექიმს დაპირდა, რომ რეაგირება აუცილებლად იქნებოდა და ჯანდაცვის მინისტრს დაავალებდა პრობლემის მოგვარებას.

"თქვენი იმედი მაქვს" - მიმართა მაკრონმა ექიმს. რაზეც ექიმის პასუხი იყო: "დიახ,თქვენ შეიძლება ჩემი იმედი გქონდეთ, თქვენი იმედის ქონას კი, დამტკიცება სჭირდება".

დღის ამბები