26 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ლიეტუვას მოქალაქე, შესაძლოა, დღეს გაწერონ  

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლიეტუვას მოქალაქე ამ დრომდე რჩება. ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის სიმპტომებით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაძლოა ის დღესვე გაწერონ.

დაწესებულებაში ამ დროისთვის სულ15 პაციენტი მკურნალობს, ექიმების თქმით, ვირუსის ან გრიპის სიმპტომები არცერთ პაციენტს არ აღენიშნება

"პაციენტი ამჟამად იმყოფება ბოქსირებულ პალატაში, იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მდგომარეობა სტაბილურია გაუარესების გარეშე და სავარაუდოდ, მოხდება დღეისთვის მისი გაწერა ბინაზე,“ - განაცხადა ექიმმა ნინო თოლორაიამ. 

დღის ამბები