26 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ათასობით მიგრანტის წინააღმდეგ, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ

უკიდურესად რთულია ვითარება თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, სადაც უკვე დაპირისპირებები დაიწყო.

ათასობით მიგრანტი ევროპის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

არიან დაშავებულებიც. ამ ფონზე ევროკავშირის წევრი ხუთი სახელმწიფო მზადაა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტი ბავშვები მიიღოს.

კერძოდ, არასრუწლოვნების მიღებას დათანხმდნენ ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი და პორტუგალია.

ახალი საიმიგრაციო კრიზისი სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების დაძაბვის გამო შეიქმნა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ანკარამ ლტოლვილებს ევროკავშირის საზღვრებისკენ გზა გაუხსნა.

დღის ამბები