26 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს
"რუსთავი 2-ის" ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
 
დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მათ შორის არის კახაბერ ანჯაფარიძე, რომელსაც პროკურორის თქმით, ნიკა გვარამიამ "ინტერ მედია პლიუსის" 30%-იანი წილი გადაუფორმა იმისთვის, რომ ფინანსები გაეკონტროლებინა.
 
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, აქამდე გამოკითხული ყველა მოწმე ნიკა გვარამიას უდანაშაულობას ადასტურებდა და ეს მოცემულობა არც დღეს შეიცვლება.
დღის ამბები