01 ივნისი 2020,   05:57
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გრანდიოზული პროექტი "დიდი სცენა" იწყება - კორონავირუსის საფრთხის გამო მსურველებს საკუთარი ნამღერის დემონსტრირება დისტანციურად შეეძლებათ

"რუსთავი 2-ის" გრანდიოზული პროექტი "დიდი სცენა" იწყება. ჩანიშნული ქასთინგები კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაუქმდა და მონაწილეებს საკუთარი ნამღერის დემონსტრირება დისტანციურად შეეძლებათ.

მსურველებმა 16 წლის ზემოთ, უნდა გადაიღონ ვიდეო და დიდი სცენის ფეიჯზე პირადი შეტყობინების სახით გაგზავნონ. "დიდი სცენის" მონაწილეთა შერჩევა 20 მარტამდე გაგრძელდება.

"დიდი სცენის" მეორე სეზონი, უკვე გასული და ძალიან წარმატებული პროექტის გამოცდილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტ სიახლეს ამზადებს.

მუსიკალური მიმართულება, როგორც ამ გრანდიოზული პროექტის მთავრი ღერძი, ამ შემთხვევაშიც იქნება ახალი, განსხვავებული რეპერტუარისა და შემსრულებლების აღმოჩენაზე ორიენტირებული.

შემოქმედებით გუნდს სოფო ტოროშელიძე შეუერთდა, რომელიც პროექტის მუსიკალურ ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეების რეპერტუარზე იზრუნებს.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები