04 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1568 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1568 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1804 ლარი იყო.შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0236 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4109 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4997 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0888 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

" 2020 წლის 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა", - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

დღის ამბები