02 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
სწრაფი ტესტი ინფექციის შესახებ ინფორმაციას 1.5 საათში მოგვცემს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული სწრაფი ტესტები COVID 19-ის ინფექციის დადასტურების საშუალებას 1.5 საათში იძლევა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დამატებით რაოდენობას ელოდებიან. 

"ჩამოვიდა სწრაფი ტესტების პირველი პარტია. ეს ტესტები გახლავთ, იმ ტესტების მსგავსი, რაც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა, მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია 1.5 საათამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვის. ყველა ტესტი ჩამოტანილია ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენ ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობას,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში COVID 19-ის დასადგენი სწრაფი ტესტები ჩაიტანა. 

დღის ამბები