26 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება დაიწყო

საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება დაიწყო. შექმნილ ვითარებაში აუცილებელი ატრიბუტი, პირველ რიგში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და იმ სახელმწიფო მოხელეებს გადაეცათ, რომლებსაც სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიური შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან.

პირბადეები გადაეცა იმ სასტუმროების პერსონალსაც, სადაც საკარანტინო ზონებია შექმნილი. პირბადეები ქართულ სამკერვალო საწარმოებში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით დამზადდა.

"საქართველოში წარმოებული პირბადეები უკვე გამოყენებაშია. ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ჩართულია საკარანტინო პროექტის ფარგლებში, უკვე მიეწოდება ეკონომიკის სამინისტროდან აღნიშნული პროდუქცია. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პირბადეები არის მრავალჯერადად გამოყენებადი, არის რეცხვადი და შესაბამისად, ეს მოგვცემს საშუალებას, ერთობლივი ძალებით პრევენცია გავაკეთოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ," – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები