26 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მამაკაცს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული. 72 წლის მამაკაცი, რომელსაც COVID-19-ის ინფექცია გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა, საქართველოში ესპენეთიდან, 20 მარტს ოჯახთან ერთად დაბრუნდა, მან საზღვარი საკუთარი ავტომობილით გამოიარა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამბობს, რომ ის ამ ხნის განმავლობაში, ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად,  თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მამაკაცმა გუშინ კლინიკას მაღალი ტემპერატურით მიმართა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

შედარებით მსუბუქია მეორე პაციენტის მდგომარეობა.

ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ორი პაციენტია მოთავსებული.

დღის ამბები