26 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
თუ გგონიათ რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვალდებული ვარ აქ ვიდგე და მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, ძალიან ცდებით - გახარია ჟურნალისტს

"სწრაფი ტესტების გამოყენება ქვეყანაში დაიწყება მაშინ, როცა ამისი აუცილებლობა იქნება" - ასე უპასუხა დღეს პრემიერმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.  გიორგი გახარია ამბობს, რომ სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია, დრო და ადგილი.

მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკოსის მხრიდან გაჩენილი მოლოდინი მასობრივი ტესტირების დაწყებაზე სიცრუეა და ამას აზრი არ აქვს, შესაბამისი კონტროლის მექანიზმის გარეშე.

"კრიზის პერიოდში, მაშინ როდესაც არის აბსოლუტურად რთულად პროგნოზირებადი კრიზისი, პოპულიზმი არის ყველაზე დიდი რისკი და პოპულიზმის ფასი არაპოპულარული დივიდენდებია, როგორც ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, არამედ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე და ამაში ფუნქცია არ არსებობს, არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოჰყვება კონტროლი, შემდგომი მექანიზმები, არ არსებობს. შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენს შემთხვევაში, დღეს, ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო არის იცით სად? პირველ რიგში, იმ სპეციალური სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომელიც წინა ხაზზე არიან. თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, ეს სწრაფი ტესტები იქნება ხვალ და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით და თქვენ თუ გგონიათ რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მე ვალდებული ვარ აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, ძალიან ცდებით,“ - გიორგი გახარია

დღის ამბები