26 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში შესაძლოა აგრარული ბაზრები დაიხუროს - ბაზრების ადმინისტრაციებს ერთ დღიან ვადას აძლევენ

სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში შესაძლოა აგრარული ბაზრები დაიხუროს. ობიექტებზე ვერ ხერხდება რეკომენდაციების დაცვა. გუბერნატორი ბაზრების ადმინისტრაციას ერთ დღიან ვადას აძლევს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მთავარი პრობლემა რეკომენდაციების შეუსრულებლობას ეხება. კონკრეტულად კი, პროდუქტების შენახვის წესი და დისტანციის დარღვევას.

"კურიერის" ინფორმაციით, აგრარულ ბაზრებს 5 აპრილამდე ჰქონდათ დრო მიცემული, თუმცა ვადები შემცირდა და გუბერნატორის თქმით, მხოლოდ ერთი დღე დააკვირდებიან ბაზრების მუშაობას და ამის შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

"დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც არც ჰიგიენის ნორმები და დისტანცია დაცული არ არის. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და ამავე დროს გავაფრთხილო, თუკი ხვალიდან არ დაიწყება თითოეული ჩვენი მოქალაქის, მოვაჭრის მიერ იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და სავალდებულო შესრულება, რაც აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაცემული, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული დახურვის. ეს შეეხება ზუგდიდს, სენაკსა და ფოთს," - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

"კურიერი" იმყოფებოდა ზუგდიდის ბაზარში, სადაც მოვაჭრეებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სისტემატურად ხდება დეზინფექცია და შესაძლებლობის ფარგლებში იცავენ რეკომენდაციებს

დღის ამბები