10 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით, ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის დროს ბიზნესის ფუნქციონირების წინაპირობა იქნება იმ წესების დაცვა, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ.

ამის შესახებ მინისტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

"ჩვენ ახლა პრაქტიკულად, კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. პრეკრიზისულ პერიოდში ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე მიდგომები გამკაცრდა, რათა მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისევ ისე ეფექტიანად, როგორც დღემდე, ვმართავთ პირველ რიგში პრევენციულ ღონისძიებებს, ამ პრობლემებს და ჩვენი მოქალაქეები დაცული არიან.

31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი, ანუ გამკაცრებული ზომები. გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ შექმნილ ვითარებას, რადგან პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბიზნესებში დასაქმებული ადამიანებიც.

ჩვენ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აქცენტს კვლავინდებურად ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ გაიდლაინებზე, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვასა და დაცვაზე. ჩვენ ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს არის გარკვეულ ძალისხმევასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები