26 აპრილი 2024,   06:36
ვრცლად
იტალიას ყველაზე მეტი COVID-19-ით გარდაცვლილი ჰყავს

იტალიას კორონავირუსის გამო ყველაზე მეტი, თითქმის 16 ათასი დაღუპული ჰყავს და ამ დრომდე წითელ ზონად რჩება.

ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების მიხედვით მეორე ადგილზეა ესპანეთი. ქვეყანაში COVID-19-ით  ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 132 ათასია. ვირუსმა 12 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

რეკორდულად იზრდება დაავადების შემთხვევები გერმანიასა და საფრანგეთშიც. გერმანიაში ვირუსი 100 ათასზე მეტ, ხოლო საფრანგეთში კი, თითქმის 93 ათას ადამიანს აქვს.

ირლანდიის მთავრობის მეთაური ლეო ვარადაკარი კი, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს, კვირაში ერთხელ ექიმად იმუშავებს, ვიდრე კორონავირუსის ეპიდემია არ დასრულდება.

პრემიერ-მინისტრი ვარადაკარი ექიმად 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე, სანამ პროფესიას დატოვებდა და პოლიტიკოსი გახდებოდა. ირლანდიაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია, გარდაცვლილია 158 ადამიანი.

დღის ამბები